დმანისის შესასვლელები ჩაკეტილია

გამოქვეყნდა:

დმანისის შესასვლელები ჩაკეტილია. მოქალაქეებს სამართალდამცველები დმანისში არ უშვებენ, არ ატარებენ არც ტრანზიტულ მგზავრებს.

დმანისში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ შს მინისტრი და სუს-ის უფროსი.

დღეს, 17 მაისს დმანისში დილიდან განახლდა დაპირისპირება ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და ე.წ. ეკომიგრანტთა თემს შორის. 

ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი