ამ წუთებში ისევ დაძაბული ვითარება და დაპირისპირებაა დმანისის ცენტრში. ე.წ. ეკომიგრანტების თემის წარმომადგენლებმა პოლიციის კოროდნი გაარღვია. ისინი ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს უპირისპირდებიან.
ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილობრივი ეთნიკური აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა აქციის გამართვა დააპირეს. ისინი გუშინდელი ინციდენტის გამოძიებას და მასში მონაწილეების დასჯას ითხოვდნენ.
ორივე მხარეს მოქალაქეები ქვებით და ხელკეტებით არიან შეარაღებულნი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმიც, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მათგანიცაა.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებითა და ბიტებით დაუპირისპირდნენ, დაზიანდა ახლომდებარე მაღაზიებიც.
ამავე თემაზე: