სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მეოთხე ჯერზე, ამჯერად 33%-იანი ფასდაკლებით აუქციონზე გამოტანილი რიყის დოქები მაინც ვერ გაიყიდა. აუქციონი დღეს, 17 მაისს 17:00 საათზე უშედეგოდ დასრულდა.

აუქციონი 29 აპრილს დაიწყო, ობიექტის საწყისი ფასი 47.5 მილიონი იყო, ბაჯი კი 20 000.

წინა აუქციონზე რიყის დოქები 71 250 000 ლარად იყიდებოდა.

მთავრობამ რიყის დოქები აუქციონზე პირველად 2020 წლის დასაწყისში 95 მილიონ ლარად გაიტანა, თუმცა, არავინ იყიდა. 2021 წლის მარტში ობიექტი აუქციონზე 71 250 000 ლარად გაიტანა, თუმცა ამჯერადაც უშედეგოდ. მესამედ კი რიყის დოქები აუქციონზე მთავრობამ აპრილის დასაწყისში გაიტანა, ობიექტის საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარი იყო, თუმცა ობიექტი მაინც ვერ გაიყიდა. 

რიყის დოქების მშენებლობა 75 მილიონი ლარი დაჯდა, პროექტი 2013 წელს დასრულდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ობიექტი უფუნქციოა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი