ადამიანები, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ დმანისის ცენტრში შესვლას, პოლიციის კორდონი გაარღვიეს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურად დაპირისპირებასაც.
ისინი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევიან ჟურნალისტების მიმართ. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, დააზიანეს ტექნიკა, ჯოხი დაარტყეს "მთავარის" ჟურნალისტს.
დმანისთან შესასვლელი გზები სამართალდამცველები რამდენიმე საათის წინ გადაკეტეს, რასაც მაშინვე მოჰყვა უკმაყოფილება.