თბილისში, პეკინის გამზირზე დევნითალ საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. მაშველებმა შენობიდან 300-მდე მოსახლე გამოიყვანეს, მათ შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები.
ადგილზე მცხვრებლები ამბობენ, რომ ცეცხლი სავარაუდოდ სადენებიდან ან კუსტარულად შეყვანილი გაზიდან გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, მე-5 სართულზე მცხოვრები გოგო გარეთ გამოსვლას ცდილობდა, შიშის გამო ის ფანჯრიდან გაზის მილებს გამოჰყვა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა. საგანგებო აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.
"ხანძარი ლიკვირიდებულია, ხანძარი გაჩნდა მე-5 სართულზე, იწვოდა დაახლოებით 300 კვადრატი, მე-5, მე-6 და მე-7 სართულზე. მეხანძრე მაშველების მიერ მოხდა დაახლოებით 300 მოსახლემდე ევაკუაცია როგორც სადარბაზოდან ასევე სპეც. საშუალება კიბით. ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა", - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად საგამოძოები სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამავე თემაზე: