ჭიათურაში, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საქმიანობით დაზარალებულმა კიდევ 2-მა ადამიანმა პირი ამოიკერა. სულ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას უკვე 5-მა ადამიანმა მიმართა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია მათი საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო მიწების ქვეშ მადნის მოპოვების სამუშაოებს აწარმოებს. ამის გამო სახლები დაიბზარა, სახნავ-სათესი მიწები კი - დაიმეწყრა.
პროტესტის მონაწილეები ითხოვენ, რომ კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტოს ან მათ ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაცია გადაუხადოს. "ჯორჯიან მანგანეზი" აღნიშნულზე უარს ამბობს.
პრობლემის გამო ადგილობრივებმა აპრილში ჭიათურის მერისთან აქციაც გამართეს. ამავე თემაზე: