თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ქალებიც პირს ამოვიკერავთ - პროტესტი ჭიათურაში

გამოქვეყნდა:

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" მადანს მათი სახლებისა და სახნავ-სათესი მიწების ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც საცხოვრებლები იბზარება, მიწა კი იმეწყრება.

პროტესტის მონაწილეების ნაწილი მე-8 დღეა შიმშილობს, 5 ადამიანს კი პირი აქვს ამოკერილი.

"92 დღეა ჩვენ გვაქვს უწყვეტი პროტესტი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" აზარალებ ჩვენ საცხოვრებელ სახლებს და ანადგურებს სოფელს. არანაირი გამოხმაურება ამ 92 დღის განმავლობაში არ ყოფილა, შესაბამისად მერვე დღეა უკვე გადავედით პროტესტის უკიდურეს ფორმაზე, 5-მა ადამიანმა ამოიკერა პირი", - ამბობს აქციის მონაწილე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება 2 დღეში პირს პროტესტის მონაწილე ქალებიც ამოიკერავენ. 

"ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ გაგვიფორმონ ხელშეკრულებები სახელმწიფოს ჩართულობით, მიადევნოს სახელმწიფომ თვალი, მოგვიყვანონ სამხარაულის ექსპერტი, რომელიც დაგვიდებს დასკვნას - ჩვენი ქონების შეფასებას და აგვინაზღაურონ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

"ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დრომდე ვერ ხერხდება, კომპანია ზარალის ანაზღაურებაზე უარს ამბობს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი