ინფლაციის დონით საქართველო 34-ე ადგილზეა - Trading Economics

გამოქვეყნდა:

სამომხმარებლო ფასების ზრდის მიხედვით საქართველო 34-ე ადგილზეა. ეს Trading Economics-ის მსოფლიო რეიტინგის ბოლო მაჩვენებელია. საქართველოზე მაღალი ინფლაციის დონე რეიტინგში მონაწილე 196 ქვეყნიდან, მხოლოდ 33-შია.

2021 წელს საქართველოში ყველაზე მეტად სასტუმროებისა და კაფეების მომსახურება გაძვირდა. ჯანდაცვის სფეროს მომსახურება 13.8%-ითაა გაზრდილი. საწვავის ფასმა – 12.4%-ით, ხოლო კომუნალურმა გადასახადებმა 7.1%-ით მოიმატა.

რეკორდულად გაიზარდა კვების პროდუქტებისა და სურსათის ფასი. მათ შორის ზეთის ღირებულება 40.2%-ითაა მომატებული. შაქარი და ტკბილეული 12.3%-ით გაძვირდა. პურის ფასი კი - 6.4%-ით გაიზარდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი