5 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან - 2016 წელს, 19 მაისს, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე, 30 წლის ოთხოზორია მოკლეს.
მისი ოჯახი დღესაც დამნაშავის დასჯას ითხოვს. ამბობენ, რომ 5 წლის განმავლობაში, ყველაფრის მიუხედავად,მ ყევლაფერი ძველებურადაა.
"ჩემი შვილის აქეთ გადმოყვანა არ მგონია მოხდეს, იმიტომ რომ ბევრი სხვა საკითხია ჩემი შვილის მკვლელის დაკავებამდე მოსაგვარებელი" - ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა.
ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი, ზუგდიდში მცხოვრები გიგა ოთხოზორია
ცეცხლსასროლი იარაღით ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა.
ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველებიც ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა.
იხილეთ ასევე: