ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წლის მერეც ღარიბაშვილი მკვლელის დასჯის პირობას დებს 

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. მისივე განცხადებით, ყველა ხელთ არსებულ სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ.

"დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ", - წერს ღარიბაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ე.წ. მესაზღვრემ აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან გასროლით გიგა ოთხოზორია მოკლა. 

ქართულმა მხარემ რაშიდ კანჯი ოღლი, გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქართველომ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. რაშიდ კანჯი ოღლის აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ 2017 წელს, სასჯელის ზომად მხოლოდ შინაპატიმრობა მიუსაჯა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი