"ვერ გეტყვით რამდენი ათასი ლარია გამოყოფილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებელია" | ელისო ბოლქვაძე 26 მაისის ხარჯებზე

გამოქვეყნდა:

"მე ვერ გეტყვით რამდენი ათასი ლარია, არ ვარ ჩახედული. მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუკი ეს არის გამოყოფილია ამისთვის, ეს არის აუცილებელი. მთელი მსოფლიო მობილიზებულია რომ პანდემიიდან გამოწვეული პრობლემები, რომლებიც კულტურას ძალიან შეეხო, მოხერხდეს ისე და გამოიყოს ზედმეტი თანხები იმისთვის, რომ კულტურის სფერო არ ჩავარდეს და კულტურის გარეშე რა არსებობს ამ ქვეყნად და მაშინ რას აქვს ფასი. ჩვენ ვართ ადამიანები, ადამიანებს სჭირდებათ კულტურა და მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ღირსეულად წარვსდგეთ ამ დღის ჩასატარებლად".

- ასე გამოეხმაურა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის გამოყოფილ თანხებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი