300 ათასი ლარი კონცერტისთვის, ყვავილებისა და დროშებისთვის | მზადება 26 მაისისთვის

გამოქვეყნდა:

მთავრობამ 26 მაისის კულტურული ღონისძიებისთვის მზადება დაიწყო. ღონისძიების ჩატარებაზე დავალება ორმა სამინისტრომ მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი კულტურის სამინისტროა, რომელიც 26 მაისისთვის 135 ათას ლარზე მეტს დახარჯავს.

კონცერტს ორგანიზებას ერთი პირი გაუწევს და დოკუმენტების თანახმად, ხელშეკრულება სწორედ ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით გაფორმდება.

8 არტისტისთვის ჰონორარში სამინისტრო 30 ათას ლარს დახარჯავს, დეკორაციის მოწყობისთვის 35 ათას ლარია გამოყოფილი, ყვავილებისთვის კი 4 600 ლარზე მეტი დაიხარჯება.

კიდევ ერთი სამინისტრო, რომელმაც დავალება მიიღო, ინფრასტრუქტურის სამინისტროა. უწყება დროშებისა და ბანერების შესაძენად და განსათავსებლად 148 000 ლარზე მეტს დახარჯავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელშეკრულებების გამარტივებული ფორმებით გაფორმება პრობლემურია და ეს კორუფციის რისკებს აჩენს.

რაც შეეხება სამინისტროების განმარტებას, ისინი დოკუმენტში განმარტავენ, რომ ღონისძიებისთვის მომზადება უფრო ადრე ვერ დაიწყებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი