"მთელ ბორჯომს, მთელ საქართველოს მოვუწოდებთ მოვიდნენ აქ რათა დავიცვათ ეს ქარხანა" - ბორჯომის ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა და პროფკავშირებმა ხვალ, 20 მაისს 12 საათზე მასშტაბური აქცია დააანონსეს.
"არც ამ კომპანიის დირექტორმა, არც ადმინისტრაციის არცერთმა წევრმა არ იცის ქარხანა ისე როგორც იცით თქვენ, თქვენ იცით ამ ქარხნის თითოეული ჭანჭიკი, თითოეული დეტალი, სად რა არის, ისხდნენ ახლა ადმინისტრაციის თანამშრომლები იქ, ისინი ვერ ამუშავებენ ქარხანას.
თუ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს სხვა ინვესტორის შემოსვლას, იმისთვის რომ თქვენ დასაქმდეთ, თუ სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას რომ ეს ქარხანა ამუშაოს და თქვენ დაგასაქმოთ [...] ეს ქარხანა არ დაიხურება, არავინ არ მისცემს ამის შესაძლებლობას", - თქვა პროფკავშირების წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ კომპანია "ბორჯომმა" ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პროფკავშირების აქტივისტების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან არიდებლად ქარხნების მუშაობას აჩერებს. კომპანია ამბობს, რომ მუშაობა მაშინ განახლდება, როცა "უკანონო ქმედებები" შეწყდება.