"ღმერთი თუ არ ჩაერია ამ საქმეში, ვეღარაფერი უშველის" | გელათის განადგურებული ფრესკები

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი დაკარგული საგანძური. გელათის ტაძრის კედლიდან მე-16 საუკუნის ფრესკა ჩამოიშალა. უნიკალური კედლის მხატვრობა უკიდურესად დაზიანებულ ტაძარში ყოველდღიურად ნადგურდება. რისი მიზეზიც წყალია, რომელიც გელათში კვლავ ჩადის.

ტაძრის გადახურვის დრამატული ისტორია ჯერ ისევ არ არის დასრულებული, უნიკალური არქიტექტურული და კულტურული კომპლექსი, რომელიც მეორე იერუსალიმად იწოდებოდა, წლებია კაპიტალური გადახურვის გარეშეა დარჩენილი. ტაძრის მსახურები ყოველ დილით იატაკიდან კრეფენ კედლის უნიკალური მხატვრობის ჩამოცვენილ და დაფშვნილ ფრაგმენტებს და ნაგავში ყრიან.

აქტივისტები, რომლებიც ხელისუფლებისგან განსხვავებით ტაძრის გადარჩენისთვის ყოველდღიურ ბრძოლას აგრძელებენ ამბობენ - გელათის განადგურების პროცესი იმდენად შორს წავიდა, რომ მას ახლა მხოლოდ ღმერთი შეაჩერებს. 


იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი