ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია 23 მაისს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

გამოქვეყნდა:

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. მისი თქმით, რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები შეკრებას 14:00 საათიდან დაიწყებენ.

"კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ 23 მაისს შევიკრიბოთ ორი საათიდან რესპუბლიკის მოედანზე დედაქალაქში და მოვემზადოთ გრძელვადიანი ბრძოლისთვის. ბრძოლა იწყება ახლა. ბრძოლა არ დაწყებულა არც 205 დღის წინ არც კიდევ უფრო მანამდე როცა ჩვენ ვიბრძოდით და ამის შესახებ არ იცოდა საზოგადოებამ, ეს ბრძოლა იწყება იქდან, როცა საზოგადოებამ იცის ამის შესახებ. ყველაზე მასშტაბური შეკრება იქნება ალბათ 23 მაისის აქციაზე, აქედან დაიწყება ათვლა ჩვენი ბრძოლისა", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

ვარლამ გოლეთიანმა მოსახლეობას დიდი ერთობისა და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას 205 დღეა აპროტესტებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი