2021 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე 21,9%-მდე გაიზარდა - ბოლო წლების მაქსიმუმი

გამოქვეყნდა:

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21,9% შეადგინა. საქსტატის მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, ეს მონაცემი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კვარტალური უმუშევრობის მაქსიმალური მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემებით, პირველ კვარტალში სამუშაო ძალამ 48,3% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3,0%-ული პუნქტით ნაკლებია. ანგარიშის მიხედვით, დასაქმების დონე 4,2%-ითაა შემცირებული. 

გარდა ამისა - სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2,3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3,8 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4,9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3,3 პროცენტული პუნქტით

2021 წლის პირველ კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.4%-ს შეადგენდა, რაც 1,2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი