კომპანია "ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები ამ წუთებში აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი ბორჯომის პირველი ქარხნიდან, მეორე ქარხნამდე ფეხით მიდიან. აქციის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
მათი თქმით, არ დანებდებიან და პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
მსვლელობის დაწყებამდე გაფიცული თანამშრომლები კომპანია "ბორჯომის" პირველ ქარხანასთან იყვნენ შეკრებილი, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის წარმომადგენელი მივიდა და მათ მოუწოდა, რომ მენეჯმენტთან მოლაპარაკებები პროფკავშირების გარეშე დაეწყოთ. თანამშრომლებმა მედიატორის შეთავაზებაზე უარი თქვეს.
აქციის მონაწილეები ხვალ 21 მაისს 16:00 საათზე მასშტაბურ აქციას გეგმავენ. მათი თქმით, აქციაზე მხარდამჭერები რეგიონებიდანაც ჩამოვლენ.