კულტურის მინისტრის ბრიფინგის დასრულებიდან დაახლოებით ერთ საათში გელათის მონასტერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები გამოჩნდნენ. ისინი სასულიერო პირებს შეხვდნენ, თუმცა ტერიოტირა კომენტარის გარეშე დატოვეს.
"მთავარ არხთან" გელათში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები გადახურვის სამუშაოებთან დაკავშირებით მივიდნენ. მათივე თქმით, მიიღეს დირექტივა, რომ ხარაჩოებზე უცხო პირებმა დღეიდან აღარ იმოძრაონ.
"ეს ბალკონი არის მოყანყალებული, საშიშროებაა, ბავშვები რომ ავიდნენ და გადმოვარდნენ ვერაფერი ვეღარ უშველის, დაგვიფარონ ღმერთმა, უნდა გაასწორონ, გაამაგრონ და მერე შეიძლება დაუშვან", - ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს მინისტრმა თეა წულუკიანმა ყველას სთხოვა ხარაჩოებზე "არ იბოდიალონ". ძეგლთა დაცვის სააგენტომ კი ხარაჩოებზე უცხო პირთა შესვლა აკრძალა. ამავე თემაზე: