კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, 2008 წლიდან 2020 წლამდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე მისთვის საზიანო ექსპერიმენტი მიმდინარეობდა. წულუკიანის აზრით, სამონასტრო კომპლექსის რესტავრირებაში იმ ფრომის გამოყენება, რაც ამ პერიოდის განმავლობაში ხდებოდა დიდი შეცდომა იყო და ამან კულტურული ძეგლები დააზიანა.

"მე მინდა ვისარგებლო იმით, რომ ქართული მედიის მთელი სპექტრი აქ ბრძანდებით და მოგმართოთ ყველას, მათ შორის თქვენთან მეგობრობაში თუ პარტნიორობაში მყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისაც არანაკლებ აღელვებს გელათის ბედი და გითხრათ ის, რაც ყველამ უკვე ვიცით, რომ 2008 წლიდან 2020 წლამდე სამწუხაროდ, გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარეობდა გელათისთვის საზიანო ექსპერიმეტნი. ამას ერქვა 2008 წლიდან შუასაუკუნეობრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის სამწუხაროდ შეირჩა საექსპერიმენტოდ გელათი, მე ვთვლი, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ამგვარმა ექპერიმენტმა დააზიანა ძეგლი",- თქვა თეა წულუკიანმა.

გელათის მონასტერი ისევ საფრთხეშია - ტაძარში არსებული მაღალი ტენიანობის გამო, მე-16 საუკუნის ისტორიული ფრესკის ნაწილი ჩამოიშალა და უნიკალური მხატვრობის მთლიანობა დაირღვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი