პროტესტის მეოთხე დღე ბორჯომში - გაფიცული მუშები და პროფკავშირები დღეს მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან. ბორჯომში, გაფიცული მუშების პროტესტს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.
მოთხოვნები უცვლელია, ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
პარალელურად, განცხადებას ავრცელებს კომპანია ბორჯომი და ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას პროფკავშირებს აკისრებს.
გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტი 4 საათზე დაიწყება.