რაჭის ჰესი - ჰესის მშენებლების პასუხი რაჭველებს

გამოქვეყნდა:

საყოველთაო კარანტინის  ფონზე, საზოგადოებისგან ფარულად ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს რაჭის განადგურების ნებართვა მისცა და მწვანე შუქი აუნთო ონის ჰესების პროექტს, რომლის უკანაც სწორედ ქართული ოცნების თავმდჯომარე დგას.

მომხდარის შესახებ პოსტ ფაქტურმ გაიგეს რაჭველებმაც, რომლებიც მანამდე საპროტესტო აქციებსაც მართავდნენ და ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ მას რეგიონის განადგურება  არ დაეშვა.

ოლიგარქის ბიზნეს პარტნიორებმა ბრალდებებს დღეს უპასუხეს. 

ონის ჰესების კასკადის დირექტორი ლაშა იორდანიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილთან არანაირი შეთანხმება არ აქვს და არც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ მევლუდ ბლიაძესთან კავშირს ანიჭებს რაიმე მნიშვნელობას. მისი თქმით, რაჭაში ჰესის მშენებლობა ეკოლოგიურად საფრთხეს არ წარმოადგენს და არც მოსახლეობას შეუქმნის პრობლემებს. 

ყოველწლიურად რამდენი ხე იჭრება ისედაც, იცით? კავშირებს ეძებთ რუსეთში მოღვაწე საამაყო ქართველთან, რომელმაც ელემენტარული რაოდენობის თანხა ჩამოიტანა საქართველოში და თან ჩამოიტანა 211 წელს, - ამბობს იორდანიშვილი.

მისი მტკიცცებით, მშენებლობის დროს და მომდევნო პერიოდში რეგიონში საოჯახო სასტუმროების, საკვები ობიექტებისა და ტურისტული ბიზნესები  უფრო განვითარდება. 

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ამ სფეროს განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ენერგეტიკის განვითარება პირდაპირ არის მიბმული ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და არსებული რესურსები მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, - აცხადებს თბილისის მერი კახი კალაძე.  

კახი კალაძე, რომლის ენერგეტიკის მინისტრობის დროსაც მოხდა ამ ხელშეკრულების ხელმოწერა, ამაყობს, რომ მშენებლობის განხორციელება იწყება.   

ოპოზიციური პოლიტიკოსები და ექსპერტები ამბობს, რომ ონის კასკადის მშენებლობის შემდეგ რეგიონს  ეკოლოგიური პრობლემები შეექმნება და ეს მოსახლეობასაც შეეხება. ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი ისეთი გაერთიანების შექმნას მოითხოვს, რომელიც ჰესის მშენებლობას შეუშლის ხელს.   

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი