"თქვენ შეგზღუდათ მამაზეციერმა" - მორიგი აქცია კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით დღეს 15 საათზეა დაანონსებული. აქციის ორგანიზატორი "გირჩი - მეტი თავისუფლებაა"
აქციის მონაწილეები ჯერ დინამოს სტადიონთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით დედაენის ბაღში გადაინაცვლებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა მოიხსნას პანდემიის გამო დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა, გაიხსნას საზღვრები, ბიზნეს მიეცეს სრულფასოვნად მუშაობის შესაძლებლობა და გაუქმდეს ყველა ჯარიმა, რომელთაც მოქალაქეები დაჯარიმდნენ უკანონო კომენდანტის პირობებში.
17 მაისს, კომენდანტის საათმა 21-დან, 23 საათამდე გადაიწია. უკვე ნახევარი წელია ქვეყანაში აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს.