კომენდანტის საათმა 23:00 საათამდე გადაიწია

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მოქმედი კომენდანტის საათი შემსუბუქდა. კერძოდ ის 21:00 საათის ნაცვლად 23:00 საათზე დაიწყება. 

"ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვის შემსუბუქების შესახებ. კერძოდ, დღეიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში", - თქვა მთავრობის წარმომადგენელმა. 

მთავრობა აცხადებს, რომ შემსუბუქებასთან ერთად გამკაცრდება რეგულაციის აღსრულებაზე კონტროლი, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვა ზუსტად 23:00 საათზე ამოქმედდება. 

ძალაში რჩება ამ დრომდე გაცემული საშვები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი