გერმანიის ჩრდილოეთით სეზონურ სამუშაოზე სამი კვირის წინ 23 ადამიანი იმ მიზნით გაემგზავრა, რომ მძიმე ყოფას გაიუმჯობესებდნენ. პირიქით მოხდა: სახელმწიფო პროგრამის მონაწილე ადამიანების შრომითი უფლებები დაირღვა, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდა.
საათში გათვალისწინებული გასამრჯელოს - 9 ევროს ნაცვლად, საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ 3 ევროს იღებდნენ, საცხოვრებელი პირობები კი იმდენად მძიმე იყო, რომ მათ პროგრამის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ახლა კი არ გამორიცხავენ, რომ სანქციებიც დაუწესონ.
გერმანელმა დამსაქმებელმა მათ კონტრაქტი ცალმხრივად შეუცვალა და ოფიციალური დოკუმენტის მერვე პუნქტის მიხედვით, ამ შრომითი ხელშეკრულების შეუსრულებლობა - 500 ევროს ოდენობით ჯარიმას გულისხმობს.
საქართველოდან წასვლა მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო ოფიციალური მონაცემით 77 999 ადამიანს სურს, მაგრამ ევროპაში ლეგალურად დასაქმების მიზნით გერმანიაში 5 ჯგუფი, ჯამში 78 ადამიანი იმყოფება.
ბიძინა ივანიშვილის დაანონსებული, ევროპაში ლეგალური დასაქმების პროგრამა ისევ ტყუილი აღმოჩდა.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სააგენტო რომელსაც გერმანიაში დასაქმებულების უფლებები უნდა დაეცვა, მხოლოდ ერთ წელში ბიუჯეტის ფულით, 308 მილიონი ლარით დაფინანსდა. გაურკვეველია რატომ ჩაერიცხა იმ სააგენტოს მილიონები, ვისი მუშაობის დროსაც პირიქით, დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდა და ვერც უცხოეთში წასულების პირობები დაიცვა.
მართალია სააგენტოს დირექტორი ამტკიცებდა, რომ პრობლემა მხოლოდ მეოთხე ნაკადს შეექმნა, მაგრამ საპირისპიროს მეტყველებს ის ინფორმაცია, რომელსაც პროგრამის არაერთი მონაწილეზე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.