ქარელის მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციაზე გამოსულ სოფელ მოხისის მოსახლეობასთან ქარელის მერი და მაჟორიტარი ზაალ დუგლაძე მივიდნენ.
მაჟორიტარი სავარაუდოდ, მოსახლეობასთან ერთად მყოფ "ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძის დანახვამ გააღიზიანა და შეაგინა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დეპუტატის დახმარების იმედი არ აქვთ, რადგან ის თავად არის კორუფციულ სქემაში ჩართული. თავად დუგლაძე კი ამტკიცებს, რომ მიწა კანონიერად გასხვისდა. "მიწა არის კანონიერად გაყოიდული. ამას სჭირდება სწორი მორიგება მოსახლეობასთან...ეს არის სახელმწიფო კანონი, ჩემი ძმა არაფერს წყვიტავს",- თქვა ზაალ დუგლაძემ.
ცნობისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხისის მოსახლეობა 28 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის გასხვისებას აპროტესტებს. ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს დაკარგვაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას ადანაშაულებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწას არ დათმობენ და ბოლომდე იბრძოლებენ. მოხისი მოსახლეობა ცენტრალური მაგისტრალსა და რკინიგზას გადაკეტვას გეგმავს.