თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას - ულტიმატუმი ხელისუფლებას 

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველებმა ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მოთხოვნების შესასრულებლად დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს. 

"ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა, ჩვენი მოქმედებ განსაზღვრულია და ამ საქმეს თითოეული ჩვენგანი ბოლომდე მივყვებით...

თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას ",- თქვა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას

არა ნამოხვანჰესს - რესპუბლიკის მოედანზე გიგანტური ჰესის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დედაქალაქში რეგიონებიდან დღეს დილით, ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.

დღევანდელ აქციაზე რიონის ხეობის მცველებმა, ახალი მოთხოვნა დააყენეს - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული და ხელი აქვს მოწერილი ნამოხვანჰესის კონტრაქტისთვის. გოლეთიანმა ნათია თურნავასა და გიორგი გახარიას გვარები დაასახელა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი