რას გავხარ, შენი ადგილი აქ არააო, ვიღაცამ ხელები მიფათურა - ბარკერი თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

სამოქალაო აქტივისტი, სალომე ბარკერი ცოტა ხნის წინ რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება რომლის დროსაც მას და ზუკა ბერძენიშვილს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის გურამ ფალავანდიშვილის შვილი დაუპირისპირდა. 

ბარკერი ამბობს, რომ გურამ ფალავანდიშვილის შვილი "მკლავზე ჩააფრინდა" და LGBTQ სამკლაურის მოხსნა მოსთხოვა, იგივე სცადა აქციის სხვა მონაწილემაც. გარდა ამისა, მისი თქმით, აქციის სხვა მონაწილეებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გარეგნობისა და ჩაცმულობის გამო.

"ყველა მედიამ იცის, რომ უარს ვეუბნები უკვე დიდი ხანია და ვერ ნახავთ ჩემს სინქრონებს ვერსად, ახლაც ჟურნალისტი მოვიდა ჩასაწერად და უარი ვუთხარი, მერე გამახსენდა ეს მთელი აურზაური აქით-იქით, დაძაბულობა რასაც ვკითხულობ ორი დღეა ფეისბუქზე და ვიფიქრე, პირიქით, კარგს ვიზამდი თუ ვეტყოდი, რომ დიახაც აქ ვარ და მხარდასაჭერად ვარ, როგორც უნდა იყოს ყველა, იმიტომ რომ ძალადობის და ესკალაციის მოლოდინი მაქვს სახელმწიფოს მხრიდან და აუცილებლად აქ უნდა ვიყო და არა სხვაგან.

და აი სანამ პირი გავაღე, იქამდე მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი და ჩამაფრინდა მკლავზე და მიბრძანა, რომ ეს მოვიხსნა, აქ პრაიდი არ არის. მე ვუპასუხე ძალიან მშვიდად, რომ ეს მიკეთია ყოველდღე, ყველგან, უკვე ორი წელია და არ ვაპირებ მოხსნას. ასევე ვუთხარი რომ ეს დაძაბულობა, რაც თავად შექმნა ჩემ ირგვლივ, საერთოდ არავის არ სჭირდება და საქმეს აფუჭებს, და ასევე ვუთხარი, რომ ცოტა ხანში ერთად მოგვიწევდა პოლიციასთან ბრძოლა, და ტყუილად კარგავდა დროს და ფოკუსს.

უცბად დაემატნენ ირგვლივ სხვებიც, იცით ხო როგორც ხდება? ვიღაც სხვამაც მიფათურა ხელი მკლავზე, მოხსნას ცდილობდა, ვიღაცამ საერთოდ “ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო” მომიწოდა, დამესიენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, ვიღაც ქალმა შენნაირების ადგილი აქ არ არისო და ასე შემდეგ.

გამორიდება ვცადე, და მაგის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, გადიო და კარვების გადათელა მომიწია ისე დამეხვივნენ გარს, პროვოკატორს გვეძახდნენ მე და ზუკას, როცა ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მივედით მხარდასაჭერად", - წერს სალომე ბარკერი. 

ბარკერი ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი