მკვლელობა მარნეულში - ნასვამ ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ტრაგიკულად დასრულდა, 23 წლის ბიჭი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ორივე ახალგაზრდა დაბადების დღის სუფრაზე იმყოფებოდა, სუფრის დასრულების შემდეგ კი მათ შორის კონფლიქტი მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილიც და მკვლელობაშიც ბრალდებულიც ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. 31 წლის ბრალდებულმა თავდაპირველად მიმალვა სცადა, თუმცა მოგვიანებით გარდაცვლილის მამას თვითონვე განუცხადა მკვლელობის შესახებ.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მოკლულის ნათესავებმა დაკავებულის სახლის გადაწვა სცადეს, რის გამოც ადგილზე ამ დრომდე დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.
"ღამე ორივე ერთ სუფრაზე იყო, შემდეგ იჩხუბეს, ერთმა მეორეს ყელი გამოჭრაო ასე ამბობენ, ზუსტად არ ვიცი. მკვლელი უკვე დააკავეს, ორივე ახლო ნათესავები იყვნენ", - თქვა ადგილობრივმა.
ამავე თემაზე: