კომენდანტის საათის დროს მარნეულში 23 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ორი მეზობელი ერთ სუფრაზე იმყოფებოდა, წამოსვლისას კი მათ გარეთ შელაპარაკება მოუვიდათ.
ადგილობრივების თქმით, 30 წლის კაცმა 23 წლის ბიჭს ყელი გამოჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში მომხდარი მკვლელობისთვის, წარსულში ნასამართლევი, ერთი პირი დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობლად მცხოვრებ ახლობელს, 1998 წელს დაბადებულ რ.გ-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა.
დაჭრილი კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.