საჩხერის "ჩიხურამ" 14 ფეხბურთელს კონტრაქტი ცალხმრივად შეუწყვიტა

გამოქვეყნდა:

საჩხერის "ჩიხურას" 14 ფეხბურთელს კლუბის გადაწყვეტილებით კონტრაქტი ცალხმრივად შეუწყდა. სპორტსმენებს არც შესაბამისი ახსნა-განმარტება მიუღიათ და დღეს თამაშზე მისულებს გზა პოლიციის კორდონმა გადაუღობა.

ძირითადი შემადგენლობის ნაცვლად კი სტადიონზე "ჩიხურას" მეორე გუნდის ახალგაზრდული შემადგენლობა გავიდა. ფეხბურთელები სიმართლის დასადგენად ბოლომდე ბრძოლას აპირებენ. "ჩიხურას" ხელმძღვანელობა კი დღეს ფეხბურთელებსაც და ჟურნალისტებსაც თავს არიდებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი