რიონის ხეობის მცველები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, დღეს ისინი თბილისში კიდევ ერთ მსვლელობას გეგმავენ, მოგვიანებით კი ხეობაში დაბრუნებას აპირებენ. გუმათში უკვე მობილიზებულია პოლიცია, ადგილზე აღმართეს რკინის კედლებიც.
რიონის ხეობის მცველები ჯერ მერაბ კოსტავას და ეროვნული გმირებისთვის პატივის მიგებას აპირებენ, მათი მცირე ნაწილი უკვე მთაწმინდის პანთეონშია. მოგვიანებით ისინი სამების ტაძარში გადაინაცვლებენ სადაც გენერალ კვინიკაძის პანაშვიდს დაესწრებიან.
16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ტრადიციული შეკრება გაიმართება სადაც გაჟღერდება რა მიმართულებით დაიძვრებიან აქციის მონაწილეები.
ამავე თემაზე: