"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს. როგორც ჟურნალისტებს "რიონის ერთ-ერთმა მცველმა" ვარლამ გოლეთიანმა უთხრა, ისინი გზას მხოლოდ კომპანია "ენკას" წარმომადგენლებისთვის კეტავენ, რომლებიც ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე, მათ შორის გუმათიდანაც შედიან.
ამ ადგილას ხეობა გადაიკეტა, გავნაწილდით. სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა. მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება, - ამბობს გოლეთიანი.
რიონის ხეობის მცველები დედაქალაქში 23 მაისს ჩამოვიდნენ. ისინი აქციებს რესპუბლიკის მოედანზე მართავდნენ. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია - გავიდეს კომპანია "ენკა" რიონის ხეობიდან, გაუქმდეს გაფორმებული ხელშეკრულება და ჰესის მშენებლობაზე გამოცხადდეს მორატორიუმი. გარდა ამისა აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვეს და დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ყველას, ვინც თურქულ კომპანიასთან, ხელშეკრულების გაფორმებაში მონაწილეობდა.
იხილეთ ასევე: