მე მასწავლით ჯვარი როდის გადავდო?.. არ გვაქვს უფლება საზოგადოება დავყოთ - სულაძე ფალავანდიშვილს

გამოქვეყნდა:

"მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად და ჩვენ თვითონ მივუთითებთ აქ ვის რა გავუკეთოთ, თქვენთვის არ დაგვივალებია. არ მოგვეწონება? შემოვა ის თავისი ნიშნით, თავისი დროშით და თავისი იდეოლოგიას თუ მოახვევს თავზე, საკმარისი ძალა გვყავს, რომ მივლენ ბიჭები... არ არის საჭირო თქვენი ჩარევა. მე როცა ჩემ გაწყობილ სუფრაზე მოვიწვევ სტუმრებს მე მაქვს უფლება იმ სტუმარს მივუთითო, შენ დაჯდები თუ არა აქ [...]

ყველას აქვს თანაბარი უფლება დაიცვას საარსებო გარემო. ყველა ადამიანი უნდა იდგეს, თავისი პასუხისმგებლობა აქვს მას და უნდა იცავდეს თავის მიწას. ჩვენ არ გვაქვს უფლება საზოგადოება დავყოთ: ამას ევალება და ამას არ ევალება".

ასე მიმართა რიონის ხეობის მცველმა, მაკა სულაძემ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის ლიდერს, გურამ ფალავანდიშვილს რიონის ხეობაში შელაპარაკებისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი