"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი, ზაალ გორგოძე ამბობს, რომ სახელმწიფო რიონის ხეობის მცველების მიმართ გამოხატვის თავისუფლებას არღვევს. გორგოძის თქმით, სახელმწიფოს თავისი მოქალაქეებისთვის ომი აქვს გამოცხადებული და ის აქტივისტების უფლებებს არღვევს:
"თავისთავად ირღვევა გამოხატვის თავისუფლება და თუკი შელახვა და შეზღუდვა ვინმეს მხრიდან მოხდა ეს, რა თქმა უნდა, პოლიციის და სახელმწიფოს მხრიდან მოხდა, როდესაც რიონის ხეობის მცველებს დაახვედრეს გარკვეული ჯებირები და ფაქტიურად საზღვარი გააკეთეს რიონის ხეობაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს ომი აქვს გამოცხადებული თავისი მოქალაქეებისთვის. მოქალაქეებისთვის, რომელიც იცავს რიონის ხეობას, იცავს საქართველოს ინტერესებს.
აქ მოქალაქეებს გადაადგილების უფლება აქვთ შეზღუდული, შეზღუდული აქვთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შეზღუდული აქვთ ასევე რწმენისა და აღმსარებლობოი თავისუფლება",-თქვა "საიას" ქუთაისი ოფისის წარმომადგენელმა, ზაალ გორგოძემ.
რიონის ხეობაში აქტივისტები დილიდან არიან შეკრებილი. მათი თქმით, ისინი სამართალდამცველბს რიონშ გადაადგილების უფლებას არ მისცემენ.
"მიწა არ უნდა გაიყიდოს, ჩვენი ქართული მიწა. ჩვენი მიწა ჩვენ გვქონდეს, რატომ უნდა გაიყიდოს ჩემამდე არ დადის, რომ მიწა საქართველოსია ვინ უნდა გაყიდოს მიწა. არ მივცემ დავდგები, თქვენ გვერდში ვიქნები და ახალგაზრდების გვერდში ვიქნები",- ამბობს აქტივისტი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოიძიება დაიწყო. პოლიცია აქტივისტებს შსს-ს მიერ გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება.