შსს-მ მათ მიერ გუმათში აღმართული რკინის ბარიკადების დაზიანებისთვის გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოიძიება დაიწყეს. პოლიცია აქტივისტებს შსს-ს მიერ გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება.

"ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა გუშინ თბილისიდან რიონის ხეობაში გადაინაცვლეს და გუმათში განაგრძეს საპროტესტო აქცია. შეკრებილები მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის უსაფრთხოების ჯებირებს ქვებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამდნენ. სამინისტრო დეტალურად სწავლობს კანონდარღვევის ფაქტს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - წერია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი