გვედავება ისეთი კედლის დაზიანებას, რომელიც არც უნდა არსებობდეს საერთოდ - მუსელიანი შსს-ზე

გამოქვეყნდა:

"სიმართლე გითხრა, მეც მაინტერესებს ამბობენ კედელი ორ ადგილად 40 სმ-ზეა გადმოღუნულიო, ამაზე სერიოზულ რამესთან არ გვაქვს საქმე. ვინ გადმოკეცა ეგეც საინტერესოა", - ასე აფასებს რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი მარიტა მუსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელმაც გუშინ გუმათში მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ხომ არ გონია, რომ კედელი შსს-ს წარმომადგენლებმა თავად დააზიანეს, მარიტა მუსელიანმა თქვა, რომ დიახ, ასეთი რამეს არ გამორიცხავენ. 

"დიახ, ჩვენ ხომ არ ვიცით, რასთან გვაქვს საქმე, ჩვენ არ მოგვიწოდებია, რამდენიმე შემთხვევა ვიცით, როდესაც ხელის მაგივრად ფეხი დაარტყა ადამიანმა და მას მიუთითეს ამის შესახებ. ჩვენი მიზანი არ იყო ამის დაზიანება, რაღაცაზე თუ უნდა შემოგედაოს ადამიანს სულ შეუძლია ამის გაკეთება", - ამბობს მუსეულიანი.

როგორც მარიტა მუსელიანი ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების სერიოზულად მიღება შეუძლებელია. 

"ვფიქრობ, ეს სამინისტროსთვის სახის შენარჩუნების მცდელობა იყო, იმ თვალსაზრისით, რომ გვედავება ისეთი კედლის დაზიანებას, რომელიც არც უნდა არსებობდეს საერთოდ. შეუძლებელია სეროზულად მივიღოთ მტკიცება, რომ კედელი, რომელიც თავისუფალ მოქალაქეებს გადაადგილებას უღობავსა და გაუგებრობას წარმოადგენს თავისთავად ახლა არის დაზიანების საგანი. თითქოს რაღაც სახელმწიფო საკუთრება დააზიანეს აქ მოსულმა აღშფოთებულმა ადამიანებმა, რომლებიც უბრალოდ ხმაურის ატეხვით მოითხოვდნენ გზის გახსნას...ახლა გამდის, რომ თავს ვიმართლებთ ისეთ რაღაცებზე, რაც აბსურდია თავის შინაარსით. ქვაც რომ გამოიყენოს კაცმა და ეცადოს ამის აღებას, რა გასაკვირია, აღშფოთდება ადამიანი, როდესაც ამდენი ხანია სახლში არ უშვებენ, რომელ კანონსა და სამართლიანობას იცავს შინაგან საქმეთა სამინისტრო ესეც საინტერესოა", - თქვა მან.

მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ აქციის მონაწილეები დააკავონ. რაც შეეხება დღევანდელი დღის გეგმებს, როგორც მარიტა მუსელიანი ამბობს "მათზე სპონტანური ქმედების ხალხი არ არსებობს და დღესაც ამ ტრადიციას გააგრძელებენ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი