"სემეკის" თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განმარტებით, გაზზე "თბილის ენერჯის" აბონენტებს დაახლოებით 8 თეთრით მეტის გადახდა იმიტომ მოუწევთ, რომ კომპანიამ 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიიღო. ზარალი ვალუტის კურსთა სხვაობამ გამოიწვია.
"მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა "თბილისი ენერჯის" მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე და გააკეთა შესაბამისი გაანგარიშებები. რომლის ფარგლებშიც მათ მიერ ბოლო წელიწად-ნახევარის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული იქნება კონპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება", - თქვა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას განცხადებით, თბილისის არეალში გაზის 8 თეთრამდე გაძვირებით "კომპანია წელში გასწორდება" და შეძლებს სხვა ვალდებულებების შესრუელბას.
გაზის ახალი ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ლი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ნარმანიას თქმით, თუ კურსის არსებითი გაუარესება არ მოხდა ტარიფი შენარჩუნდება.