"მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა თბილისი ენერჯის მიერ წარმოდგენილ წინადადებაზე და გააკეთა შესაბამისი გაანგარიშებები, რომლის ფარგლებშიც, მათ მიერ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში არსებული 20 მილიონ ლარზე მეტის ზარალი, რომელიც კურსთა შორის სხვაობით იყო გამოწვეული, იქნება კომპენსირებული ტარიფის იმ ნაზრდით, რომელზეც ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება.
შესაბამისად, თბილისი ენერჯი არეალში ტარიფი იზრდება 8 თეთრამდე, ამით კომპანია გასწორდება წელში, რათა მან შეძლოს მომავალში არსებული სხვა ვალდებულებების შესრულებაც, რაც ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტ მიწოდებას გულისხმობს".
ასე გამოეხმაურა გაზის ტარიფის გაზრდას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია.