"გაგრძელდება იგივე პროცესი დღესაც, საღამოს საათებიდან" - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.
ადგილზე, სადაც შსს-ს რკინის ღობე აქვს აღმართული და რომლის დაზიანების გამოც გამოძიებაც კი დაიწყო, სამართალდამცველები ცოტა ხნის წინ მივიდნენ და სპეციალური იარაღებით, კედლის დაზიანებული ნაწილები გაასწორეს.
ახლა კომპანიის წევრებს მომარაგებული აქვთ რაღაცები და აღარ სჭირდებათ ამ ნაწილის გავლა, მაგრამ აუცილებლად მოუწევთ ამ გზაზე გავლა, ხეობის ორივე ნაწილი გვაქვს გაკეთებული და ამას ჩვენ გავაკონტროლებთ. არ მივცემთ გადაადგილების უფლებას", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
ორგანიზატორების თქმით, უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე და კომპანია "ენკა" არ დატოვებს ხეობას.
შსს-მ სოფელ გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიცია აქტივისტებს შსს-ს მიერ გუმათჰესთან აღმართული რკინის ჯებირების დაზიანებას ედავება.