დარღვეული ეკონომიკური პარამეტრები და მილიარდების ფლანგვა - აუდიტის სამსახურის დასკვნა 2020 წლის ბიუჯეტზე

გამოქვეყნდა:

აუდიტის სამსახურის 26 შენიშვნა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე - 85 გვერდიან დასკვნაში ის საკითხები მოხვდა, რაც ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ყველაზე უკეთ აჩვენებს. ანგარიშის მიხედვით 2020 წელს ეკონომიკური მოვლენები ძირითადად პესიმისტური სცენარით განვითარდა. გაუფასურდა ლარი, ბიუჯეტის დეფიციტმა კი 9 % შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება დადგენილ ლიმიტს. ასევე 60%-იან დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა ვალის ოდენობამ.

ეკონომისტების შეფასებით ანგარიში ადასტურებს, რომ ხელისუფლება არასწორად ხარჯავს თანხას. სპეციალისტების შეფასებით, ხელისუფლების პრიორიტეტი არ აღმოჩნდა გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება.

აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასევე საუბარია, რომ 2020 წელს პანდემიის პრევენციისა და მისი შედეგების აღმოსაფხვრელად ბიუჯეტის კანონში შესული ცვლილებით დაიგეგმა დამატებით 5.6 მლრდ ლარის მობილიზება, თუმცა მიღებულმა თანხამ 5.1 მლრდ ლარი შეადგინა.

უწყების განმარტებით, საბოლოოდ კონკრეტული ღონისძიებებისთვის სამ ნახევარი მილიარდი განისაზღვრა, იქიდანაც თანხა აუთვისებელი დარჩა.  

ფინანსისტები ისეთ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომელზეც არ არის საუბარი აუდიტის სამსახურის ანგარიშში. მათ შორის რამდენად ეფექტური იყო 200 და 300 ლარიანი დახმარებების გაცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი