რკინის ბარიკადები გუმათში | პოლიცია ადგილზე აღარც ჟურნალისტებს უშვებს

გამოქვეყნდა:

რკნის ბარიკადები რიონის ხეობაში - გუმათში განთავსებული ღობის მიღმა პოლიცია აღარც ჟურნალისტებს უშვებს. 

ეს გადაწყვეტილება მათ სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს. მანამდე კი, ორი ღამის განმავლობაში, "რიონის ხეობის მცველები" პროტესტს სწორედ ამ ბარიკადებზე ხელების რტყმითა და ხმაურით გამოხატავდნენ. 

ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები 214 დღეა ნამახვანჰესის აშენებას აპროტესტებენ. აქტივისტებს გუმათის ორივე შესასვლელი გადაკეტილი აქვთ და აპირებენ, რომ "ენკას" ტექნიკას ადგილზე შესვლის საშუალება არ მისცენ. პარალელურად, შსს-მ გუმათში მათ მიერვე აღმართული რკინის კედლის დაზიანების შესასწავლად გამოძიება დაიწყო. 

27 მაისს, აქტივისტებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების დროს კი 8 პირი დააკავეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი