რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ რამდენიმე საათში ე.წ. ბლოკპოსტთან გადაინაცვლებენ, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
აქტივისტების დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეები თანამოაზრეების გათავისუფლებას ელოდებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, მათი მიზანია კიდევ ერთხელ მიაწვდინო ხმა ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება მოქალაქეები საკუთარ სახლში არ შეუშვან და "ქართულმა ოცნებამ" უნდა დათმოს
"ჰესს რომ თავი დავანებოთ, ირღვევა ჩვენი ფუნდამენტური უფლებები გადაადგილებასთან დაკავშირებით, ჩვენ ბარიკადს მიღმა ვცხოვრობთ და რაც არ უნდა ვეცადოთ, მივიდეთ სახლში არცერთ ჩვენგანს ამის უფლება არ გვაქვს. რაც შეეხება გეგმას, ჩვენ გადაკეტვის ნაწილში და რაც გუშინ ხდებოდა ხეობაში ექნება ყოველდღიური სახე",- თქვა აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
გუმათში რკინის ღობის მიღმა სამართალდამცველები აღარც ჟურნალისტებს უშვებენ. ეს გადაწყვეტილება მათ სულ ცოტა ხნის წინ მიიღეს.
ცნობისთვის, დილიდან რიონის ხეობაში უწყვეტი აქცია გრძელდება, ხეობის მცველები "ენკას" ბაზაზე იმყოფებიან. მათი მიზანია, კომპანიის კუთვნილი არცერთი მანქანა ტერიტორიაზე არ შევიდეს.