სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის ყოველი მეხუთე მოქალაქე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ბოლო ერთ წელიწადში ღატაკთა რაოდენობა 70 ათასით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ლარის გაუფასურებამ, ბენზინის შემდეგ, ბუნებრივი აირის ტარიფიც გაზარდა. მთავრობამ კი სუბსიდირების პროგრამა შეაჩერა.
ბუნებრივი აირის გაძვირებას უკვე რეგიონებშიც ელოდებიან. "თბილისი ენერჯის" მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასური 8 თეთრით უკვე გაძვირდა. კომპანიის შემდეგ, ტარიფის მომატებას "ვარკეთილაირი" და "ენერგოკავშირიც" მოითხოვენ. ამის შესახებ კომპანიებმა სემეკს უკვე მიმართეს. მათ წინადადებას ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს.
2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ გადასახადების დაწევა იყო, ივანიშვილის დაპირების მიხედვით, ბუნებრივი აირის გადასახადი სამჯერ უნდა შემცირებულიყო, თუმცა 8 წლის განმავლობაში გადასახადები არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, ბუნებრივი აირის საფასურმა მოიმატა.
ბუნებრივ თბილისი ენერჯის მიერ 8 თეთრით გაძვირებული ტარიფი ძალაში 1 ივნისიდან შევა.