განათლების სამინისტრო მოსწავლეებს მედლებსა და კომპიუტერებს ვერ აძლევს

გამოქვეყნდა:

უკვე სამი წელია, მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა წარჩინებით დაასრულეს, კუთვნილ ოქროსა და ვერცხლის მედლებს ელოდებიან. მედლების დასამზადებლად გამოცხადებული მორიგი ტენდერი არ შედგა.

კითხვაზე, როდის გადასცემენ 3 წლის წინ კურსდამთავრებულებს კუთვნილ ჯილდოს, "მთავარ არხს" განათლების სამინისტროში არ პასუხობენ. სტუდენტებს კი ეუბნებიან, რომ მედლები პანდემიის გამო ვერ გადასცეს.

თუმცა, ამ სტუდენტებმა სკოლა არა 2020, არამედ 2019 წელს დაამთავრეს, ვიდრე მსოფლიო პანდემია დაიწყებოდა.

უცნობია რა გახდა კურსდამთავრებულებისთვის მედლების გადაცემის 3 წლიანი დაყოვნების რეალური მიზეზი, თუმცა მას შემდეგ რაც საკითხით "მთავარი არხი" დაინტერესდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  რამდენიმე საათში დაჩქარებული წესით მედლების დამზადებაზე სასწრაფო ტენდერი გამოაცხადა. 

ოქროსა და ვერცხლის მედლების დროული გადაცემის გარდა, განათლების სამინისტროს კიდევ ერთ პრობლემაზე ისინი საუბრობენ, ვისაც მაღალი აკადემიური მოსწრების გამო საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი ეკუთვნის, თუმცა მათაც საჩუქრის გადაცემაზე სამინისტრო უარს ეუბნება. წარჩინეული მე-10 კლასელები ამ საჩუქარს სახელმწიფოსგან უკვე 9 თვეა ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი