სამსახურად და ტრადიციად უნდა ვაქციოთ აქ სიარული - მიმართა ვარლამ გოლეთიანმა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებს.
რიონის ხეობაში პროტესტი განახლდა და ამ დროისათვის ხმაურია. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები რკინის კედელზე ტრადიციულად მუშტების ბრახუნით გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ხელისუფლების გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა თანამებრძოლებს მიმართა და მოუწოდა, ძალადობის გარეშე ყოველ საღამოს მივიდნენ ბარიკადებთან და ხმაურით გამოხატონ პროტესტი.
გოლეთიანი პოლიციასაც მოუწოდებს, შეუშვან სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე და ნუ უზღუდავენ გადაადგილების უფლებას ხალხს.
ვარლამ გოლეთიანმა დღევანდელ მიმართვაში რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო დაფინანსება და მაკა სულაძის გარშემო დაწყებული მითქმა- მოთქმა