მსაჯების გაფიცვის გამო, ბათუმში, რაგბის ჩემპიონატის ნახევარფინალი ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ხმაური რაგბის კავშირში - ბათუმში საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალი ჩაიშალა. თამაში 14:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, რაგბის მოედანზე მორაგბეები გამოცხადნენ, თუმცა, თამაშის დაწყების სასტვენის ხმა არ გაისმა.

თამაშის ჩაშლის მიზეზი მსაჯების გაფიცვა გახდა. ნახევარფინალურ მატჩზე დედაქალაქიდან ჩამოსული მსაჯები არ გამოცხადდნენ.

მორაგბეების განმარტებით, მსაჯების გაფიცვის მიზეზი მათთვის უცნობია, თუმცა, აცხადებენ, რომ მსაჯები სავარაუდოდ საკუთარ უფლებებს იცავენ. როდის გაიმართება ნახევარფულანური მატჩი ბათუმის "ბათუმსა" და თბილისის "აკადემიას" შორის - ჯერჯერობით უცნობია.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი