
სალომბარდო სესხები ისტორიულ მაქსიმუმზეა - მიკროსაფინანსოებში ლომბარდში დატოვებული ნივთებისთვის გაცემული სესხი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 100 მილიონი ლარით გაიზარდა. ქვეყნის მოქალაქეების ჯამში 568 მილიონი ლარის ნივთები აქვთ დაგირავებული.
ადამიანები ყველა ღირებულს ნივთს ლომბარდში ტოვებენ, იმისთვის რომ მიღებული ფულით პური იყიდონ და გარკვეული პერიოდი თავი გაიტანონ. გაზრდილია სასესხო პროცენტებიც.
ოქროულობის, საქორწინო ბეჭდისა და ტექნიკის დალომბარდება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სიღარიბისგან დროებით თავის დასაღწევად ერთადერთ გამოსავლად დარჩა.
თითქმის ყოველ დღეს სალომბარდე ჯიხურების წინ გრძელი რიგებია. აბარებენ ყველაფერს, რაშიც თანხის გადახდა შეიძლება, მათ შორის ოჯახში ერთადერთ ტელევიზორსა და მობილურ ტელეფონს. ახლა კიდევ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც ხალხი დატოვებულ ნივთებს უსახსრობის გამო უკან ვეღარ იბრუნებს.
ავტორი: ბარბარე მაზმიშვილი