
საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ინფლაციის მაჩვენებელი 7%-ია. ეს ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ქვეყანა კი სიღარიბის ზღვარზეა.
მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები რეკორდულად გაიზარდა თითქმის ყველა პროდუქტზე. 30%-ით მოიმატა ფასმა ბოსტნეულზე, თითქმის 16%-ით რძის ნაწარმზე და კვერცხზე, 4%-ით გაიზარდა ფასები თამბაქოსა და მგზავრობაზე.
გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას მცირე და საშუალო ბიზნესი. ლარის შეუჩერებელი ვარდნის გამო, მათ პროდუქტზე ფასის მატება მოუწევთ, რაც გაყიდვას შეამცირებს.
მაღაზიებში დაბრუნდა ნისიების რვეულიც. პროდუქტების გაძვირება ყველაზე მძიმე ტვირთად მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ფენას - პენსიონერებს დააწვათ. უბნის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოქალაქეები საკვებ პროდუქტს, გრამობით, ნისიაზე ყიდულობენ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოსთვის მდგომარეობა რომ კიდევ უფრო დამძიმდება, კრიზისული ვითარების მიუხედავად, ხელისუფლებას კონკრეტული სტრატეგია არ აქვს.