ექსპერტები სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამას არაეფექტურს უწოდებენ

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნო ფანდი მოსახლეობის თვალის ასახვევად - ეკონომისტები სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამას აფასებენ. მთავრობის მიერ ფერმერებისთვის შეთავაზებულ ანტიკრიზისულ გეგმაში ექსპერტები გარკვეულ რისკებს ხედავენ. ისინი მთავრობის ამ ნაბიჯს არაეფექტურს უწოდებენ და ამბობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ფერმერებისთვის დახმარება არა ვაუჩერის, არამედ ნაღდი ფულის სახით მიეცათ.

ჯობს, ადამიანებს თავად მივცეთ თანხა და თვითონ გადაწყვეტს, დაბარავს მიწას, იყიდის სასუქს, იყიდის შხამ-ქიმიკატებს და ა.შ. კონკრეტულად თანხის მიცემამ იმისთვის, რომ მაინც და მაინც ადამიანი გაუშვა თოხით და ბარით მიწის დასამუშავებლად, არა მგონია სწორი ეკონომიკური მოტივაციები შექმნას. მსგავსი ინციატივები ხომ, საბოლოო ჯამში, აჩენს არაეკონომიკურ მოტივაციებს. მაგალითად, დიზელს, რომელსაც იყიდის რაღაცა ჯგუფი ლარნახევრად, ცოტა ხნის შემდეგ გაყიდის ლარ და სამოცად, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც ხელისუფლებამ თავის დროზე გასცა და არ შეასრულა, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებზე ფასის შენარჩუნებაა. დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფასების დაზღვევის პირობა უარყო. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ფასების დაზღვევაზე საუბარი არასდროს ყოფილა და ფასების გაძვირება ბაზარზე შექმნილმა დეფიციტმა განაპირობა. ამის შესახებ განცხადება მან სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი