უწყვეტი პროტესტის 216-ე დღეს რიონის ხეობაში უცვლელი ვითარებაა. პოლიციას პერიმეტრი ისევ ბარიკადებით აქვს გადაკეტილი და ადგილობრივებს საცხოვრებელ სახლებში გადაადგილება ეზღუდებათ. ჰესის მოწინააღმდეგეები უკან დახევას არ აპირებენ
მათი მთავარი მიზანი გუმათიდან ნამოხვანისკენ გადაადგილება და პროტესტის იქ გაგრძელებაა, თუმცა სწორედ ამის საშუალებას არ აძლევს პოლიცია აქციის მონაწილეებს.
უნდა მივუახლოვდეთ და მოვუწოდოთ მუშახელს, არ მიიღონ მონაწილეობა ამ ანტისახელმწიფოებრივ პროექტში - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
რიონის ხეობის მცველები დღესაც ხმაურიან აქციას აანონსებენ.
რიონის ხეობაში გუშინდელი ღამეც ხმაურიანი იყო. სოფელ გუმათში, რიონის ხეობის მცველები ისევ ცდილობდნენ პოლიციის მიერ აღმართული ბარიკადის მიღმა გადასვლას და ნამახვანისკენ გადაადგილებას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.